კაფე-სახელოსნო BOA
ცარიელი, თეთრი სივრცე, რომელიც მყუდრო სახელოსნო-კაფედ გადაიქცა: ვორქშოპები, ხელსაქმე, მსუბუქი ლანჩი და დასვენება ერთ სივრცეში.
- უბანი
- მუხიანი
- ფართობი
- 70 მ²
- ტიპი
- კომერციული
- ხანგრძლივობა
- 1,5 თვე
- ოთახები
- სხვა






- უბანი
- მუხიანი
- ფართობი
- 70 მ²
- ტიპი
- კომერციული
- ხანგრძლივობა
- 1,5 თვე
- ოთახები
- სხვა
- სტილი
- მინიმალისტური, იაპონური, ბუნებრივი, თანამედროვე
- მასალები
- ბუნებრივი ხე
- მეტალი
- ტექსტილი
რა იყო პროექტის მიზანი?
პროექტის მთავარი მიზანი იყო ქალაქის ხმაურიანი ცენტრისგან მოშორებით შეგვექმნა მყუდრო, ესთეტიკური და მრავალფუნქციური სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებდნენ ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევას, შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვასა და ხარისხიანად დასვენებას.
BOA-ს კონცეფცია აერთიანებს სახელოსნოსა და კაფეს: სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ვორქშოპში, დაკავდნენ ხელსაქმით, მიირთვან მსუბუქი ლანჩი ან სასმელი და სასიამოვნოდ გაატარონ დრო. ინტერიერის ესთეტიკა, ბუნებრივი მასალები, თბილი განათება და მყუდრო ატმოსფერო ხელს უწყობს როგორც შემოქმედებით პროცესს, ისე მშვიდ დასვენებას.
რას მოიცავდა პროექტი?
პროექტი მოიცავდა ცარიელი, თეთრი სივრცის გარდაქმნას მრავალფუნქციურ სახელოსნო-კაფედ. საწყისი ეტაპიდანვე მთავარი ამოცანა იყო სივრცის ფუნქციური ზონების ჩამოყალიბება. შემუშავდა ინტერიერის კონცეფცია, დაიგეგმა სივრცის განლაგება, შეირჩა მასალები, ფერთა პალიტრა, განათება და ავეჯი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუნებრივი მასალების გამოყენებას და ინდივიდუალური ავეჯისა და განათების შექმნას. საბოლოოდ, სრულიად ცარიელი სივრცე გარდაიქმნა მყუდრო და ფუნქციურ გარემოდ, რომელიც აერთიანებს სახელოსნოს, სამუშაო სივრცესა და კაფეს.
01რა გავაკეთეთ ამ პროექტში?
02მსგავსი სივრცეები
მოგვიყევით სივრცის შესახებ.
ექვსი მოკლე კითხვა. ტელეფონის გარდა ყველაფერი შეგიძლიათ გამოტოვოთ.