ჩვენ შესახებ

BOA ინტერიერის დიზაინის სტუდიაა. ვქმნით ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზე მორგებულ სივრცეებს — კონცეფციიდან საბოლოო დიზაინ-პროექტამდე, ავტორული ზედამხედველობის გათვალისწინებით.

როგორ შეიქმნა BOA?

BOA შეიქმნა ინტერიერის დიზაინში დაგროვილი პროფესიული გამოცდილების საფუძველზე და დამოუკიდებელ პრაქტიკად 2024 წლიდან განვითარდა.

ინტერიერის დიზაინსა და 3D ვიზუალიზაციაში 10 წელზე მეტი გამოცდილება სხვადასხვა კომპანიასა და დიზაინის სტუდიაში მუშაობისას დაგროვდა.

როგორ ვმუშაობთ?

თითოეული პროექტი იწყება კონკრეტული ადამიანისა და სივრცის საჭიროებების გააზრებით. მიზანია ფუნქციური და ვიზუალურად დაბალანსებული ინტერიერი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას ერგება და ამავდროულად ინდივიდუალურ ხასიათს ინარჩუნებს.

ამიტომ არ ვმუშაობთ ერთი სტილით ან მზა გადაწყვეტებით: თითოეული პროექტი ცალკე პროცესია, სადაც ყველა დეტალი კონკრეტული სივრცისა და მისი მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარეობს.

ვისთვის არის BOA-ს სერვისები?

საცხოვრებელი და კომერციული სივრცეებისთვის: ბინები, კერძო სახლები, ოფისები, კაფეები, სასტუმროები და სხვა ტიპის სივრცეები.

რატომ არის პროექტებში რენდერები?

BOA-ს კლიენტები რემონტს ხშირად თავად ატარებენ, დიზაინ-პროექტის მიხედვით. ამიტომ პროექტებს 3D ვიზუალიზაციებით ვაჩვენებთ და არა დასრულებული ოთახების ფოტოებით.

ვინ დგას სტუდიის უკან?

BOA-ს დამფუძნებელი და დიზაინერი სოფოა. ყველა პროექტს თავად უძღვება, პირველი საუბრიდან საბოლოო პროექტამდე.

გაქვთ სივრცე, რომელსაც პროექტი სჭირდება?

დარეკვაWhatsAppბრიფის შევსება