რემონტის ბიუჯეტი: სად მიდის ფული რეალურად?

დიზაინი ბიუჯეტის მცირე ნაწილია, ყველაზე ძვირი კი ობიექტზე მიღებული გადაწყვეტილებებია. სად მიდის ფული და სად შეიძლება დაზოგვა.

გამოქვეყნდა 1 წთავტორი სოფო

საძინებელი ბინაში ლისზე: ღია ფერის ტექსტილი, ქაღალდის სანათი და ხის იატაკი

რემონტის ბიუჯეტის დაგეგმვა ყველაზე ადვილია, სანამ მშენებლობა დაიწყება. თუ არ იცით, საიდან დაიწყოთ, კონსულტაცია უფასოა: განვიხილავთ საჭიროებებს და ზონირებას.

რა წილი მოდის დიზაინზე?

დიზაინის ფასი ფართობით ითვლება: 80 მ² ბინისთვის — დაახლოებით 4 000 ₾-დან. თუ რემონტის მთლიანი ბიუჯეტი 40 000 ₾-ია, ეს მეათედია; უფრო დიდი ბიუჯეტისას — კიდევ ნაკლები. საკუთარი ციფრი ფასის კალკულატორში დაითვალეთ.

რა ჯდება ყველაზე ძვირი?

სველი წერტილები და სამზარეულო: აქ ერთდროულად ხვდება სანტექნიკა, ფილა, ტექნიკა და ავეჯი. ასევე ფარული სამუშაოები — გაყვანილობა, მილები, მოჭიმვა — რომლებიც რემონტის შემდეგ აღარ ჩანს, მაგრამ ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს იღებს.

სად შეიძლება დაზოგვა?

სამ ადგილას, და სამივე მშენებლობამდე:

  • გადაწყვიტეთ ყველაფერი ნახაზებზე — ობიექტზე შეცვლა ყველაზე ძვირია
  • დატოვეთ სველი წერტილები არსებულ დგართებთან ახლოს
  • ერთი და იგივე ნახაზებით შეადარეთ რამდენიმე ბრიგადის ფასი

სად გააგრძელოთ

ინტერიერის დიზაინიკონსულტაციასაცხოვრებელი ინტერიერის დიზაინი
რა ღირს ინტერიერის დიზაინი თბილისში 2026 წელს?შემდეგი სტატია →

მოგვიყევით სივრცის შესახებ.

ექვსი მოკლე კითხვა. ტელეფონის გარდა ყველაფერი შეგიძლიათ გამოტოვოთ.

დარეკვაWhatsAppბრიფის შევსება