რა ღირს ინტერიერის დიზაინი თბილისში 2026 წელს?
BOA-ში სრული ინტერიერის დიზაინი 50 ₾-დან ღირს კვადრატულ მეტრზე — 80 მ² ბინისთვის დაახლოებით 4 000 ₾. რას მოიცავს ეს ფასი და რაზეა დამოკიდებული.
გამოქვეყნდა 2 წთავტორი სოფო

ინტერიერის დიზაინის ფასი ყველაზე ხშირი კითხვაა, რომელსაც ვიღებთ. მოკლე პასუხი: BOA-ში სრული ინტერიერის დიზაინი ღირს 50 ₾-დან კვადრატულ მეტრზე. ქვემოთ — რაში იხდით, რაზეა დამოკიდებული ფასი და როგორ დაითვალოთ საკუთარი ბინისთვის.
რაში იხდით კვადრატულ მეტრზე?
სრული დიზაინ-პროექტი მთელი ბინის ყველა ეტაპს მოიცავს და ერთ, დეტალურად დამუშავებულ პროექტად ერთიანდება, რომლითაც ხელოსნები მუშაობენ. სამუშაოს მოცულობა ფართობთან ერთად იზრდება, ამიტომ ფასიც ფართობით ითვლება. პროექტში შედის:
- სტილისა და ფერების განსაზღვრა
- სივრცის დაგეგმარება
- ავეჯისა და განათების დაგეგმვა
- მასალების შერჩევა
- 3D ვიზუალიზაცია
- ტექნიკური ნახაზები
მშენებლობა, მასალების შესყიდვა და სამუშაოების მართვა ფასში არ შედის — BOA ქმნის დოკუმენტაციას, აშენებთ თქვენ.
რაზეა დამოკიდებული ფასი?
სამ რამეზე: სივრცის ფართობზე, პროექტის სირთულესა და არჩეულ სერვისებზე. 50 ₾ საწყისი ფასია. ბოლო ხუთი პროექტი — 60–80 მ² ბინები, ოფისი და კაფე — 3 000-დან 4 000 ₾-მდე დაჯდა, ანუ 50–57 ₾ კვადრატულ მეტრზე.
რა ღირს ცალკეული სერვისები?
თუ სრული პაკეტი არ გჭირდებათ, სერვისები ცალკეც შეგიძლიათ შეუკვეთოთ. 3D ვიზუალიზაცია ღირს 35 ₾-დან კვადრატულ მეტრზე და სრულ დიზაინში უკვე შედის. სივრცის დაგეგმარება, ელექტროობა და სველი წერტილები და ავტორული ზედამხედველობა — 15 ₾-დან კვადრატულ მეტრზე. კონსულტაცია უფასოა. ყველა ფასი ერთად ნახეთ სერვისების გვერდზე.
როგორ დავითვალო ჩემი ბინის ფასი?
გაამრავლეთ ფართობი 50-ზე და მიიღებთ საწყის ფასს: 60 მ² — 3 000 ₾-დან, 80 მ² — 4 000 ₾-დან, 120 მ² — 6 000 ₾-დან. ფასის კალკულატორი დიაპაზონს გაჩვენებთ, ბოლო პროექტების მიხედვით. ეს შეფასებაა და არა ოფერტი: საბოლოო ციფრს სივრცის აზომვისა და პირველი საუბრის შემდეგ ვაზუსტებთ.